ავტორი:

ვლადიმერ პუტინსა და სერგეი შოიგუს შორის დაძაბულობა იზრდება - რას წერს New York Times-ი?

ვლადიმერ პუტინსა და სერგეი შოიგუს შორის დაძაბულობა იზრდება - რას წერს New York Times-ი?

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს შორის დაძაბულობა იზრდება იმის გამო, რომ კრემლის ხელმძღვანელს არ მიაწოდეს ინფორმაცია უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების რეალური დანაკარგების შესახებ, - ინფორმაციას New York Times-ი აშშ-ის დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ პუტინის მრჩევლები მას დეზინფორმაციას აწვდიან, უკრაინაზე განხორციელებული შეტევის წარუმატებლობისა და დასავლეთის სანქციების რეალური შედეგების შესახებ.

ამასთან, პენტაგონის პრესსპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჭრის შესახებ თავდაცვის სამინისტროსგან "ყოველ ნაბიჯზე სრულად ინფორმირებული" არ იყო.