ავტორი:

"შემთხვევითი გენერლების ადგილი აქ არ არის! ყველა მოღალატე დაისჯება!" - ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორ უკრაინელ გენერალს წოდება ჩამოართვა

"შემთხვევითი გენერლების ადგილი აქ არ არის! ყველა მოღალატე დაისჯება!" - ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორ უკრაინელ გენერალს წოდება ჩამოართვა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მან ორ უკრაინელ გენერალს წოდება ჩამოართვა.

"დღეს კიდევ ერთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ანტიგმირებთან დაკავშირებით. ახლა არ მაქვს დრო, რომ ყველა მოღალატეს გავუსწორდე, მაგრამ თანდათან ყველა დაისჯება", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, გენერლობა ჩამოერთვათ უკრაინის უშიშროების სამსახურის შიდა უსაფრთხოების მთავარი დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ნაუმოვ ანდრეი ოლეხოვიჩსა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს ხერსონის ოლქში, კრივორუჩკო სერგი ალექსანდროვიჩს.

"ის სამხედრო ოფიცრებს შორის, რომლებსაც ვერ გადაუწყვეტიათ, სად არის მათი სამშობლო, რომლებიც არღვევენ უკრაინელი ხალხის წინაშე დადებულ ერთგულების სამხედრო ფიცს, აუცილებლად ჩამოერთმევათ უმაღლესი სამხედრო წოდებები. შემთხვევითი გენერლების ადგილი აქ არ არის!“ - აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ერთნაირად გვსურს გამარჯვება. თანაბრად! მაგრამ წინ ბრძოლები იქნება. ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან რთული გზა გვაქვს გასავლელი, რათა მივიღოთ ყველაფერი, რისკენაც ვისწრაფვით, - განაცხადა ზელენსკიმ.

"დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანისთვის უაღრესად სასიამოვნოა ახალი ამბების წაკითხვა და ნახვა იმის შესახებ, რომ უკრაინის ქალაქები თანდათან თავისუფლდება ოკუპანტებისგან. ასეც არის. ჩვენი შეიარაღებული ძალები, ეროვნული პოლიცია და ეროვნული გვარდია, დაზვერვა შესანიშნავად მუშაობს. მადლობა მათ! კიევის ჩრდილოეთით, ჩერნიგოვის მიმართულებით, სუმის ოლქში, გრძელდება ოკუპანტების განდევნა. მათ თავადაც იციან, რომ ვეღარ გაუძლებენ საომარი მოქმედებების სიმძაფრეს,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ამ ყველაფრის მიუხედავად, ყველას უნდა ესმოდეს, რომ რუსი სამხედროებისთვის ეს მათი ტაქტიკის ნაწილია.

"ასევე უნდა გვესმოდეს, რომ რუსი სამხედროებისთვის ეს მათი ტაქტიკის ნაწილია. ეს ყველაფერი შემთხვევითი არ არის. ჩვენ ვიცით მათი გეგმები. ჩვენ ვიცით, რას გეგმავენ და რას აკეთებენ. ვიცით, რომ იმ ტერიტორიებიდან გადიან, სადაც მათ ვჯობნით, რათა ყურადღება გადაიტანონ სხვა უფრო მნიშვნელოვან მიმართულებებზე. იქ, სადაც შეიძლება, ძალიან გაგვიჭირდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გამოიჩინოს თავშეკავება.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გამოიჩინოს თავშეკავება. ემოციებში თავშეკავება. ყველას ერთნაირად გვინდა გამარჯვება. თანაბრად! მაგრამ წინ ბრძოლები იქნება. ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან რთული გზა გვაქვს გასავლელი, რათა მივიღოთ ყველაფერი, რისკენაც ვისწრაფვით,“- აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

ასევე იხილეთ: