თაფლი და ძმარი თავის ტკივილს აყუჩებს

თაფლი და ძმარი თავის ტკივილს აყუჩებს

ქრონიკული თავის ტკივილის დროს, უწინარეს ყოვლისა, უნდა გაისინჯოთ თვალი, კუჭი, თირკმლები, ღვიძლი და სინუსური წიაღები. არსებობს ქრონიკული თავის ტკივილის რამდენიმე ტიპი. ზოგიერთი მათგანი დაკავშირებულია ქრონიკულ დაავადებებთან, როგორიცაა, მაგალითად, თირკმლების დაავადება, ზოგი კი ცნობილია, როგორც ფსიქოგენური თავის ტკივილი. ამ შემთხვევაში ავადმყოფობის მიზეზია უარყოფითი ემოციები: შიში, სიძულვილი, მღელვარება.

ყველაზე უფრო გამაღიზიანებელია შაკიკი. იგი მემკვიდრეობით გადაეცემა და, ჩვეულებრივ, აწუხებს გარკვეული ფიზიკური ტიპის ადამიანებს. უფრო ხშირად იგი აქვთ ძალიან ენერგიულ, აქტიურ, განსაკუთრებული გონებრივი უნარით დაჯილდოებულ ადამიანებს. ისინი ძალიან ემოციურნი, გულისხმიერნი არიან, გამოირჩევიან ნერვიულობით, მომთხოვნელობით და პატივმოყვარეობით.

ძლიერი ქრონიკული თავის ტკივილის ზოგიერთ ტიპს ექიმები განიხილავენ, როგორც შაკიკს. ნამდვილი, კლასიკური სიმპტომები კი საკმაოდ თავისებურია. თავისი ტკივილის დაწყების წინ ადამიანს გამოაჩნდება წინასწარი სიმპტომები. ესაა სინათლის ლაქების გაელვება თვალებში, სტკივათ თავის ცალი მხარე - სიტყვა "მიგრენ" ნიშნავს თავის ნახევარს. ხშირად ვლინდება გულისრევა და საჭმლის მონელების მოშლილობა.

ემოციები - შიში, მღელვარება - ახდენს შაკიკის პროვოცირებას. ასაკთან ერთად, საერთოდ, შაკიკის შეტევები იკლებს. როგორც წესი, 60 წლის ასაკიდან შაკიკი ქრება - ალბათ, ნაწილობრივ იმის გამო, რომ ადამიანი უფრო მშვიდი ხდება და უკეთესად ეგუება გარემო პირობებს. რამდენადაც ბევრი სიმპტომი თან ახლავს ორგანიზმის ბალანსის დარღვევას, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელობა აქვს იმის გარკვევას, შარდის რომელი რეაქციის დროს მჟღავნდება შაკიკი. თუ რეაქცია მჟავეა, შაკიკი ნაკლებად იჩენს თავს და უფრო სუსტადაა გამოხატული. ცხადია, უნდა დავადგინოთ შარდის ტუტე რეაქციის გამომწვევი ფაქტორები და შემდეგ ვიპოვოთ მათი რეგულირებისა და თავიდან მოცილების ხერხები.

საჭიროა, ყოველდღიურად უფრო მეტი მჟავა მიიღოთ! სახელდობრ, ვაშლის ძმარი, რაც დადებით ეფექტს იძლევა. ბევრ შემთხვევაში შაკიკის თავიდან აცილებას ხელს უწყობს თაფლი - ყოველი ჭამის დროს ორი ჩაის კოვზი. თავის ტკივილის შეჩერების დროსაც უნდა შეჭამოთ ერთი სუფრის კოვზი თაფლი, ორგანიზმი მას სწრაფად ითვისებს. ხშირად თავის ტკივილი ყუჩდება თაფლის მიღებიდან ნახევარი საათის შემდეგ. თუ თავის ტკივილი არ მოგეხსნათ, კიდევ ერთი სუფრის კოვზი თაფლი შეჭამეთ, იგი დამამშვიდებლად მოქმედებს ორგანიზმზე და თავის ტკივილსაც შველის.

ხალხურ მედიცინას შედეგიანად მიაჩნია აგრეთვე შაკიკის მკურნალობაში ვაშლის ძმრის გამოყენების ერთ-ერთი წესი - ორთქლის აბაზანა. ცეცხლზე დადგით ჯამი, რომელშიც ასხია ვაშლის ძმრისა და წყლის თანაბარი ნარევი. დაელოდეთ, სანამ ნელ დუღილს დაიწყებდეს. როცა ორთქლი აუვა, თავი დახარეთ ჯამზე და ასე იყავით, სანამ ორთქლი ცოტად თუ ბევრად ინტენსიური იქნება. ორთქლი 75-ჯერ შეისუნთქეთ, როგორც წესი, ამის შემდეგ თავის ტკივილი ქრება. თუ იგი ხელახლა აგიტყდათ, მაშინ ორჯერ უფრო სუსტი იქნება. ასეთ ორთქლის აბაზანას შეუძლია, შეცვალოს თავის ტკივილის აბები.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

რა საფრთხეებს შეიცავს შილაკის ხშირი კეთება და რას გირჩევთ დერმატოლოგი - "ამ პრობლემით პაციენტები ხშირად მოგვმართავენ"

ზვიგენის ქონზე დამზადებული პრეპარატები იმუნიტეტს აძლიერებს და სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს

ვინ უფრო ჯანმრთელია - დაბალი, თუ მაღალი მამაკაცი