ავტორი:

აქცია მიმდინარეობს შარტავას ქუჩაზე, სადაც 8 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა - რას ითხოვენ ადგილზე შეკრებილები?

აქცია მიმდინარეობს შარტავას ქუჩაზე, სადაც 8 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა - რას ითხოვენ ადგილზე შეკრებილები?

თბილისში, ჟიული შარტავას 35 ნომერში, სადაც 8 წლის ბავშვს ავტომანქანა დაეჯახა აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეებმა სამანქანო გზა გადაკეტეს და ადგილზე შუქნიშნისა და ე.წ. "ბუგაროკების" დამონტაჟებას ითხოვენ.

ცნობისთვის, 31 მარტს, შარტავას ქუჩაზე, ავტომანქანა 8 წლის ბავშვს დაეჯახა. ბავშვი იაშვილის კლინიკაში, მრავლობითი დაზიანებებით გადაიყვანეს.

ამასთან, ავტონაქანის მძღოლი დაკავებულია და მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.