მილიარდერი ჯორჯ სოროსი მარიხუანას ლეგალიზაციის მომხრეა.
აშშ-ის კალიფორნიის სტატში მსუბუქი ნარკოტიკების საკითხზე რეფერენდუმის ჩასატარებლად მან მილიონი დოლარი გაიღო. ამის შესახებ ადგილობრივი პრესა წერს.
სოროსი დარწმუნებულია, რომ მარიხუანას მოხმარების გაკონტროლება, იმ უზარმაზარი თანხების დაზოგვას შეუწყობს ხელს, რომელიც დღეს მარიახუანას გამავრცელებლებისა და მომხმარებლების წინააღმდეგ საბრძოლველად იხარჯება.