ავტორი:

"ბუჩა, ირპინი და გოსტომელი პოსტაპოკალიფსური საშინელებათა ფილმის სურათს ჰგავს.. ნაპოვნია გაუპატიურებული ქალები, რომელთა დაწვასაც აპირებდნენ" - არესტოვიჩი

"ბუჩა, ირპინი და გოსტომელი პოსტაპოკალიფსური საშინელებათა ფილმის სურათს ჰგავს.. ნაპოვნია გაუპატიურებული ქალები, რომელთა დაწვასაც აპირებდნენ" - არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი მიიჩნევს, რომ მსოფლიო უნდა შეიძრას იმით, რაც უკრაინის ქალაქებში ოკუპანტებმა ჩაიდინეს.

მან სპეციალურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა იმის შესახებ, თუ რას ჩადიოდნენ ოკუპანტები ბუჩაში, ირპინსა და გოსტომელში.

მისი თქმით, ჩადენილია მრავალრიცხოვანი დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ.

"ბუჩა, ირპინი და გოსტომელი - ეს ის ქალაქებია, რომლებიც გათავისუფლდა და წარმოადგენენ სურათს პოსტაპოკალიფსური საშინელებათა ფილმიდან. ამ დროისთვის რუსეთის არმიის სამხედრო დამნაშავეთა მსხვერპლს შორის უკვე ნაპოვნია გაუპატიურებული ქალები, რომელთა დაწვასაც აპირებდნენ, ადგილობრივი თვითმმართველობის მოკლული წარმომადგენლები, მოკლული ბავშვები, დახოცილი ასაკოვანი ადამიანები, მამაკაცები“ , - განაცხადა არესტოვიჩმა.

მისი თქმით, ბევრ გარდაცვლილს შეკრული აქვთ ხელები და წამების კვალი ემჩნევათ, უამრავ გარდაცვლილს კეფაში აქვს ნასროლი იარაღი.

"ისეთ რამეებზე საუბარი, როგორიცაა ძარცვა და ძვირფასეულობის ან სარეცხი მანქანების მოპარვა, ლაპარაკიც არ ღირს. ეს ყველაფერი უპირობოდ იქნება პროკურატურისა და სამართალდამაცვი ორგანობის და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამაღთლოს მიერ გათვალისწინებული“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

მანვე აღნიშნა, რომ არც ერთი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება