ავტორი:

რუსეთი ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის დახვრეტას უარყოფს და ვიდეო კადრებს "კიევის რეჟიმის მორიგ სიყალბეს" უწოდებს - რას წერს BBC-ი

რუსეთი ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის დახვრეტას უარყოფს და ვიდეო კადრებს "კიევის რეჟიმის მორიგ სიყალბეს" უწოდებს - რას წერს BBC-ი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ბრალდებებს კიევის მახლობლად მდებარე ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის შესახებ.

როგორც "ბიბისი" წერს, ცხედრების აღმოჩენის შემდეგ, დასავლეთის ლიდერების მხრიდან ფართო დაგმობის ფონზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვარაუდით, ეს სცენები უკრაინის "უკანასკნელი პროვოკაცია" იყო.

უწყება ამტკიცებს, რომ არც ერთი ადგილობრივი მცხოვრები არ გამხდარა ძალადობრივი ქმედებების მსხვერპლი, სანამ რუსეთი იკავებდა ქალაქს. განცხადებაში ნათქვამია, რუსულმა ძალებმა 30 მარტს უკან დაიხიეს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ფოტოები და ვიდეო კადრები იყო "კიევის რეჟიმის მორიგ სიყალბე".

BBC წერს, რომ მათი მედიასაშუალება არის იმ საინფორმაციო ორგანიზაციებს შორის ერთ-ერთი, რომელთაც ნახეს ბუჩაში შემაშფოთებელი სცენები. მათ შორის სამოქალაქო ტანსაცმელში 20 ცხედარი, რომელიც გზაზე იყო მიმოფანტული, ზოგიერთს ზურგზე ხელები ჰქონდა შეკრული.

ასევე იხილეთ: