ავტორი:

როგორ პასუხობს ილია დარჩიაშვილი დმიტრო კულებას განცხადებას?

როგორ პასუხობს ილია დარჩიაშვილი დმიტრო კულებას განცხადებას?

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას მიერ, "ტვიტერში" მომავალი თანამშრომლობის შესახებ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს.

"მადლობა დმიტრო კულებას, კეთილი სურვილებისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერებს უკრაინისა და ქართველ ხალხს შორის მეგობრობას, საერთო წარმატების მიღწევასა და გამოწვევების დაძლევაში.

ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინელი ხალხის ბრძოლას, საკუთარი ქვეყნისა და ღირებულებებისთვის, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ", - წერს დარჩიაშვილი.

შეგახსენებთ, მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება საქართველოს საგარეო საქმეთა ახალი მინისტრის დანიშვნას „ტვიტერში“ გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარს დაუჭერს.

"მოუთმენლად ველით საქართველოს საგარეო საქმეთა ახლად დანიშნულ მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად მუშაობას უკრაინასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიზნით. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს სრული მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, - წერს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.