ავტორი:

ევროკავშირი პუტინის შვილებს სანქციებს დაუწესებს - "ჩვენ ვნახეთ ბუჩას შემზარავი კადრები და არ შეიძლება ეს უპასუხოდ დარჩეს"

ევროკავშირი პუტინის შვილებს სანქციებს დაუწესებს - "ჩვენ ვნახეთ ბუჩას შემზარავი კადრები და არ შეიძლება ეს უპასუხოდ დარჩეს"

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინის ქალაქ ბუჩას შემზარავი კადრების გავრცელების შემდეგ, სანქციების ახალი პაკეტი შეიმუშავა. შეადგინეს იმ ადამიანების სია, რომლებსაც სანქციები შეეხება. ახალ პაკეტსა და შესაბამის სიას ევროპარლამენტს დასამტკიცებლად დღეს წარუდგენენ.

როგორც ბრიტანული გამოცემა "ტელეგრაფი" წერს, სანქციები დაეკისრებათ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქალიშვილებს, კატერინა ტიხონოვასა და მარია ვორონცოვას. სიაში მათ გარდა არიან რუსი ოლიგარქები, პოლიტიკოსები, პროპაგანდისტები და მათი ოჯახების წევრები.

მარია ვორონცოვა

ასევე სანქცია შეეხება რუსულ ნახშირს - დაგეგმილია მისი იმპორტის აკრძალვა.

როგორც "ტელეგრაფი" წერს, იმ ადამიანთა სია, რომელთა სანქცირებაც იგეგმება ექვემდებარება ცვლილებას. სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვას, მოგზაურობის აკრძალვას.

  • გამოცემა აღნიშნავს, რომ პუტინის შვილებისთვის სანქციების დაწესება დიდწილად სიმბოლურია, რადგანაც გაურკვეველია აქვთ თუ არა ტიხონოვასა და ვორონცოვას აქტივები რუსეთის ფარგლებს გარეთ.
კატერინა ტიხონოვა

ევროკავშირი ასევე აკრძალავს ქვანახშირის იმპორტს და მიიჩნევა, რომ ეს რუსეთის ენერგეტიკულ სისტემაზე დიდი დარტყმა იქნება. ევროკომისიაში აცხადებენ, რომ მუშაობენ უფრო მკაცრი და ეფექტიანი დაწესებაზე ნავთობპროდუქტებისა და გაზის იმპორტის მიმართულებით, თუმცა ამ ეტაპზე გაზის იმპორტზე მნიშვნელოვანი დარტყმა დაგეგმილი არ არის.

გერმანია, რომელიც რუსულ გაზზეა დამოკიდებული, გამორიცხავს ემბარგოს დაუყოვნებლივ დაწესებას.

"ჩვენ ვნახეთ შემზარავი კადრები ბუჩადან და სხვა რაიონებიდან, საიდანაც ცოტა ხნის წინ წავიდნენ რუსული ჯარები. ეს სისასტიკე არ შეიძლება უპასუხოდ დარჩეს“, - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

იხილეთ ასევე: