ავტორი:

"პუტინის სასახლე აღებულია" - ბიარიცში ფრანგი აქტივისტი პუტინის ქალიშვილის კუთვნილ ვილაში "შეიჭრა": რა დოკუმენტები ნახეს ფეშენებელურ ვილაში?

"პუტინის სასახლე აღებულია" - ბიარიცში ფრანგი აქტივისტი პუტინის ქალიშვილის კუთვნილ ვილაში "შეიჭრა": რა დოკუმენტები ნახეს ფეშენებელურ ვილაში?

უცხოური მედიის ინფორმაციით, ფრანგი აქტივისტი პიერ აფნერი "შეიჭრა" ვლადიმერ პუტინის ქალიშვილის კატერინა ტიხონოვას ვილაში, რომელიც საფრანგეთში, ზღვისპირა ქალაქ ბიარიცში მდებარეობს, შეცვალა იქ საკეტები და გამოფინა უკრაინის დროშა.

გავრცელებულ ვიდეოში კარგად ჩანს აქტივისტი, რომელიც აივანზე უკრაინის დროშას აფრიალებს, მას ასევე თანდართული აქვს ტექსტი ფრანგულად და უკრაინულად:

"გამარჯვება ბიარიცში - პუტინის სასახლე აღებულია და ახლა სახალხო სასახლე მზადაა პუტინის რეჟიმის ლტოლვილების მისაღებად“. ერთ-ერთი აქტივისტის თქმით, ვილის შემოწმებისას იქ პუტინის ყოფილი სიძის კირილ შამალოვისა და პუტინთან დაახლოებული ოლიგარქის გენადი ტიმჩენკოს კუთვნილი დოკუმენტები აღმოჩნდა. არაოფიციალურად აქამდეც იყო ცნობილი, რომ თავის დროზე ვილა გაფორმებული იყო პუტინთან დაახლოებულ გენადი ტიმჩენკოზე, ხოლო 2012 წელს კი გადასცეს კატერინა ტიხონოვას იმჟამინდელ საქმროს კირილ შამალოვს.

2018 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი ბიზნესმენი კირილ შამალოვი ფონდ "ეროვნული ინტელექტუალური განვითარების" გენერალურ დირექტორს, კატერინა ტიხონოვას დაშორდა.

აქტივისტის განცხადებით, ისინი საფრანგეთის ხელისუფლებას აღნიშნული ვილის თავშესაფრად გამოყენებას შესთავაზებენ, რადგან ის იმდენად დიდია, რომ ათეულობით ლტოლვილის შეფარებას შეძლებს. როგორც ფრანგული გამოცემები წერენ, ეს არ არის ერთადერთი უძრავი ქონება ბიარიცში, რომელიც პუტინს ეკუთვნის. ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პუტინი თავის მილიონებს ატლანტიკის სანაპიროზე უძრავ ქონებაში აბანდებდა, ჯერ კიდევ 1996 წელს პოლიტიკოსმა ალექსანდრე ბელიაევმა გამოაქვეყნა. საქმე შეეხებოდა ფულს, რომელიც პეტერბურგის მერიიდან იყო მოპარული, სქემით, რომელიც გაშიფრეს და რომელიც ავსტრიული ანგარიშით გაიტანეს. პუტინი ამ ბრალდებას ცხადია, უარყოფდა. როგორც იმჟამად პრესა წერდა, პუტინი იმასაც კი ამბობდა, რომ არც კი იცოდა, სად მდებარეობდა ატლანტიკის სანაპირო.

იხილეთ ასევე: