რუსული ხომალდი იძირება, რუსეთი დაშლისკენ მიდის, რუსეთს ექნება წარმოუდგენელი პრობლემები და საქართველო ამ დროს უნდა ამობრწყინდეს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველომ უნდა მიაღწიოს მისი ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანას.
"ჩვენ უნდა მივაღწიოთ რუსეთის ჯარების გაყვანას ჩვენი ტერიტორებიდან და როგორც კი ეს მოხდება, ავტომატურად მშვიდობიანად მოხდება საქართველოს გაერთიანება. ჩვენ უნდა გავერიოთ საერთო მარაქაში, ჩვენ არ შეიძლება ვიყოთ იქ, სადაც დღეს ვიმყოფებით. ჩვენ ახლა ვართ ჩაძირულ გემზე, ჩვენ ამ გემიდან დროზე უნდა გადავხტეთ და გადავიდეთ იმ გემზე, რომელიც წავა ძალიან წინ, შორს და იქნება წარმატებული“, - განაცხადა სააკაშვილმა.
ასევე იხილეთ: