ნანა ფიფიას მიერ თავის დაწვის მცდელობასთან დაკავშირებით, დევნილთა სამინისტრომ განმარტება გააკეთა

ნანა ფიფიას მიერ თავის დაწვის მცდელობასთან დაკავშირებით, დევნილთა სამინისტრომ განმარტება გააკეთა

სოხუმიდან დევნილი ნანა ფიფიას მიერ თავის დაწვის მცდელობასთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ განმარტება გააკეთა.

როგორც "ინტეპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, ნანა ფიფია, რომელმაც დღეს, სუბელიანის უწყების ეზოში თავის დაწვა სცადა, 2000 წლამდე ზუგდიდში ცხოვრობდა, შემდეგ კი საცხოვრებლად თბილისში ნათესავთან გადავიდა.

"სამინისტრომ აღნიშნულ ქალბატონს საცხოვრებელი ფართი ისევ რეგიონში შესთავაზა, თუმცა, მან აღნიშნული შეთავაზება არ მიიღო. სამწუხაროდ, თბილისში ყველა დევნილის დაკმაყოფილება და ბინების დარიგება ფიზიკურად შეუძლებელია", - აცხადებენ დევნილთა სამინისტროში. ამ ეტაპზე სამინისტრო იმ დევნილებს, რომლებსაც საცხოვრებელი ფართი არ აქვთ, სრულად რეაბილიტირებულ ფართებს რეგიონებში სთავაზობს.

ნანა ფიფიამ საცხოვრებლის მოთხოვნით დღეს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ეზოში ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. იგი დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მას ქვედა კიდურების 32 პროცენტიანი დამწვრობა აქვს.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"