ავტორი:

"თანდათანობით, სისხლით გამოვიყენებთ ამ უპირატესობას, გავანადგურებთ ყველას, ვინც მოვიდა ამ მიწაზე“ - ალექსეი არესტოვიჩი

"თანდათანობით, სისხლით გამოვიყენებთ ამ უპირატესობას, გავანადგურებთ ყველას, ვინც მოვიდა ამ მიწაზე“ - ალექსეი არესტოვიჩი

პუტინის ჯარის მიერ დონბასის ტერიტორიის სრული ოკუპაციის შემთხვევაში, უკრაინა მისთვის ბოლომდე იბრძოლებს, რასაც მოჰყვება დიდი ადამიანური მსხვერპლი და ეკონომიკური დანაკარგი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსი არესტოვიჩმა განაცხადა.

მისივე თქმით, დონბასის დაპყრობას არ შეეგუება არც უკრაინელი ხალხი, არც ჯარი და არც პრეზიდენტი.

"სამშვიდობო შეთანხმება ამ პირობით არ იქნება ხელმოწერილი, ომი გაგრძელდება, თანაც იმ პირობით, რომ ჩვენ ვიღებთ შეიარაღებას, რუსეთი კი მას ვერსაიდან მიიღებს და ამ უპირატესობის რეალიზებას მოვახდენთ. ამ დროს ძალიან ბევრი სისხლი დაიღვრება ჩვენი მხრიდან, დამატებითი ძალისხმევის გაწევა მოგვიწევს და გრანდიოზული პრობლემები შეექმნება ეკონომიკას.

ჩვენ კი თანდათანობით, მილიმეტრებით, სისხლით გამოვიყენებთ ამ უპირატესობას, გავანადგურებთ, გავანადგურებთ და გავანადგურებთ, იქამდე, ვიდრე ჩვენ არ გავანადგურებთ ყველას, ვინც მოვიდა ამ მიწაზე“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

იხილეთ ასევე: