ავტორი:

ბეკჰემებმა სამეფო წყვილი შვილის ქორწილში დაპატიჟეს, მაგრამ პრინცმა უილიამმა და ქეითმა მათ მოწვევას უარით უპასუხეს

ბეკჰემებმა სამეფო წყვილი შვილის ქორწილში დაპატიჟეს, მაგრამ პრინცმა უილიამმა და ქეითმა მათ მოწვევას უარით უპასუხეს

ინგლისური ფეხბურთის ლეგენდის, დევიდ ბეკჰემის უფროსი ვაჟი ბრუკლინი დაქორწინდა. მისი რჩეული მოდელი ნიკოლა პულცია, რომელთანაც ბრუკლინს ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებს. ბექჰემებმა გრანდიოზული ქორწილი ფლორიდაში გადაიხადეს. ცერემონია 3 მილიონი ფუნტი დაჯდა. როგორც დასვლური მედია წერს, ქორწილში სამეფო ოჯახის წევრებიც დაპატიჟეს, თუმცა პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ქორწილში არ ყოფილან. ბევრს ალბათ ახსოვს თავის დროზე, 2011 წელს, ბეკჰემები უილიამისა და ქეითის ქორწილს ესწრებოდნენ.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ძმებს უილიამსა და ჰარის შორის ურთიერთობა დაიძაბა, როგორც მედია წერს, ამის გამო ბეკჰემებიც საგონებელში ჩავარდნენ, თუ რომელი ძმა დაეპატიჟათ ვაჟის ქორწილში.

როგორც The Mirror იტყობინება, საბოლოოდ, ფეხბურთელის ოჯახმა უილიამისა და ქეით მიდლტონის მიპატიჟება ამჯობინეს, რადგან მათ მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ. პრინცი ჰარი და მეგანი კი, რომელთა ქორწილსაც 2018 წელს ბეკჰემები ასევე დაესწრნენ, თამაშგარე მდგომარეობაში დატოვეს..

ბეკჰემები უილიამის და ქეითის ქორწილში, 2011 წელი

ბეკჰემებთან დაახლოებული წყარო გამოცემასთან ყვება:

"დევიდმა და ვიქტორიამ უილიამს და ქეითს მისწერეს და ასე მოიწვიეს ისინი ვაჟის ქორწილში. უილიამმა უდიდესი სიხარული გამოხატა და დიდი ბედნიერება უსურვა წყვილს, მაგრამ მისწერა, რომ საქორწილო ცერემონიაზე დასწრებას ვერ მოახერხებდა".

"სამეფო ოჯახიდან ბეკჰემების რჩეული წევრები ყოველთვის უილიამი და ქეითი იყვნენ", - ვკითხულობთ Times-ის სტატიაში. სავარაუდოდ, უსაფრთხოების საკითხის გამო ვერ მოახერხეს მათი ცერემონიაზე დასწრება. დევიდს და უილიამს მრავალწლიანი მტკიცე მეგობრობა აკავშირებთ და ბოლო ხანს მათ ხშირად ხედავენ ერთად საქველმოქმედო ღონისძიებებზე.

იხილეთ ასევე:

წყარო: mirror.co.uk

მოამზადა: ანა სიბოშვილმა