ედუარდ კოკოითი თანამშრომლებს "ოდნოკლასნიკი.რუ"-ზე არჩევს

ედუარდ კოკოითი თანამშრომლებს "ოდნოკლასნიკი.რუ"-ზე არჩევს

ცხინვალის რეჟიმის ლიდერი ედუარდ კოკოითი თანამშრომლებს "ადნაკლასნიკი.რუ"-ზე არჩევს . ამის შესახებ მან ჟურნალ "პროსპექტისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კოკოითიმ დაადასტურა, რომ რუსულ სოციალურ ქსელში "ოდნოკლასნიკი.რუ" საკუთარი გვერდი აქვს, რომელსაც აქტიურად იყენებს. მისივე თქმით, არსებული პრობლემების მიუხეადავად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას ინტერნეტით სარგებლობა მაინც შეუძლია.

"ბევრი თანამშრომელი სწორედ "ოდნოკლასნიკზე" ვიპოვე, ვესაუბრე მათ, მომეწონნენ და მოვიწვიე. თუმცა, ბევრია ისეთიც, რომლებსაც სამხრეთ ოსეთი მხოლოდ კლავიატურასთან უყვარს და მათი პატრიოტიზმი კლავიატურას ვერ სცდება", - აღნიშნა კოკოითიმ.

ე.წ. პრეზიდენტი ამბობს, რომ რომ ბევრ საიტზე აქვს ურთიერთობები და განხილვებში აქტიურად მოაწილეობს.

კოკოითის თქმით, ვირტუალური უერთიერთობის დროს მის გაღიზიანებასაც ცდილობენ, მაგრამ სიმშვიდეს ინარჩუნებს.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?