რამდენ წამში შეიძლება ადამიანის შეყვარება - სიყვარულის ზემოქმედება ტვინზე

რამდენ წამში შეიძლება ადამიანის შეყვარება - სიყვარულის ზემოქმედება ტვინზე

იმისათვის, რომ ადამიანი შეგიყვარდეს, წამის მეხუთედია საჭირო, დაადგინეს Syracuse University-ის მეცნიერებმა. ამასთან, სიყვარულის ზემოქმედება, კოკაინის ზემოქმედებას გავს, წერს The Telegraph-ი. 

სიყვარულის პირველი ტალღა ტვინის 12 განსხვავებულ უბანს ააქტიურებს. ამასთან, სისხლი გამოყოფს ისეთ ნივთიერებებს, როგორიც არის ოქსიტოცინი, დოპამინი, ადრენალინი და ვაზოპრესინი. საინტერესოა, რომ ამავე ჰორმონების გამომუშავების სტიმულირება, კოკაინის გამოყენების დროსაც ხდება. 

"სიყვარულს მეცნიერული ახსნა აქვს. თუმცა აქამდე კვლავ გაურკვეველია, ადამიანს გონებით უყვარდება თუ გულით. მე ვიტყოდი, რომ უფრო მეტად მაინც გონებით", - აღნიშნა გამოკვლევის ერთ-ერთმა ავტორმა პროფესორმა სტეფანი ორტიგომ.

გამოკვლევამ ასევე აჩვენა, რომ სიყვარულის სხვადასხვა სახეობაზე ტვინის სხვადასხვა უბანია "პასუხისმგებელი". მაგალითად, დედაშვილურ სიყვარულზე "პასუხისმგებლობას" ტვინის შუა ნაწილი იღებს, ხოლო ვნებიან სიყვარულზე - ტვინის კოგნიტური ნაწილი. 

მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით. 

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ