ავტორი:

"აზოვსტალი" თითქმის განადგურებულია... ქარხანაზე "მძიმე ბომბებს" ყრიან, ნანგრევების ქვეშ კი ბევრი ადამიანია" - "აზოვის" მეთაურის მოადგილე

"აზოვსტალი" თითქმის განადგურებულია... ქარხანაზე "მძიმე ბომბებს" ყრიან, ნანგრევების ქვეშ კი ბევრი ადამიანია" - "აზოვის" მეთაურის მოადგილე

მარიუპოლის ქარხანა "აზოვსტალი" დაბომბეს და თითქმის მთლიანად განადგურდა, -ამის შესახებ „რადიო თავისუფლებას“ აზოვის ლეგიონის მეთაურის მოადგილემ სვიატოსლავ პალამარმა განუცხადა.

მისი თქმით, ქარხანაზე "მძიმე ბომბებს" ყრიან, ნანგრევების ქვეშ კი ბევრი ადამიანია.

"ჩვენ ვიბრძოლებთ, გამოვიყენებთ ყველა ვაზნას, რაც დაგვრჩა, მაგრამ მოვუწოდებთ სამშობლოს გადაარჩინოს მშვიდობიანი მოსახლეობა, დაჭრილები და წაიღოს ცხედრები", - აღნიშნა პალამარმა.

მარიუპოლის ქალაქის საბჭომ გუშინ განაცხადა, რომ რუსული ჯარები „აზოვსტალის" ფოლადის ქარხანას ჰაერიდან ბომბავენ.