მარიუპოლში მყოფმა 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაურმა სერგეი ვოლინამ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადების მეშვეობით "აზოვსტალის“ ალყაში მოქცეული ქარხნიდან მსოფლიო ლიდერებს მიმართა და დახმარება სთხოვა.
"შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე დღე, ან საათი გვქონდეს დარჩენილი. მტერი 10-ჯერ მეტია. სამხედრო გარნიზონში 500-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცია. მივმართავთ და მოვუწოდებთ მსოფლიოს ყველა ლიდერს, დაგვეხმარონ. ვთხოვთ მათ, გადაგვიყვანონ მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე,“- აღნიშნა სერგეი ვოლინამ.
ამასთან, 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაურმა აღნიშნა, რომ ჯარისკაცების გარდა "აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ქალები და ბავშვები იმყოფება.
"ათასობით ადამიანის სიცოცხლე ახლა თქვენს ხელშია!" - ასე მიმართა მარიუპოლში მყოფმა 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაურმა სერგეი ვოლინამ, სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადების მეშვეობით მსოფლიო ლიდერებსა და დიპლომატებს.
ვოლინას თქმით, მარიუპოლის გადარჩენის ორი ვარიანტი არსებობს.
"მარიუპოლის გადარჩენის ორი ვარიანტია. პირველი არის მკვეთრი სამხედრო ოპერაცია, რომელიც ახლავე, ყველა საჭირო საშუალებით ჩატარდება, ასევე ძალების რაოდენობრივი, კარგად აღჭურვილი დაჯგუფება, რომელიც ერთი იერიშით, მკვეთრი დარტყმით ჩვენს თავდაცვით ზონაში გაგვაერთიანებს. ეს ვარიანტი შესაძლებელია, თუმცა რთული და სარისკოა.
მეორე ვარიანტი არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. მე ამას, საკმაოდ რეალისტურად აღვიქვამ, ეფექტური დიპლომატიის პირობებში. ეს არის, სამხედროებისა და ომში ჩარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეების გასასვლელის უსაფრთხოებაზე, საერთაშორისო კონტროლის შექმნა. მივმართავ მსოფლიო ლიდერებს, სამოქალაქო და რელიგიურ მოღვაწეებს, დიპლომატებს! მარიუპოლის გადარჩენის შანსი ჯერ კიდევ არსებობს! ათასობით ადამიანის სიცოცხლე ახლა თქვენს ხელშია!", - განაცხადა ვოლინამ.
იხილეთ ასევე: