ვფიქრობ, დიდი ხანია ეს უნდა მომხდარიყო და თაკოს მინდა მადლობა ვუთხრა გმირობისთვის, - ასე აფასებს მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია პარტია "კანონი და სამართლის” ლიდერი თაკო ჩარკვიანის განცხადებას, რომ სააკაშვილის გადასარჩენად რუსთაველის გამზირზე აქციები უნდა გაიმართოს.
როგორც გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარია და ყველა, ვინც მის ციხეში ყოფნას ხელს უწყობს, რუსეთის მოკავშირეები არიან.
"როდესაც მას დიაგნოზი დაესვა, ვერნიკეს ენცეფალოპათია, ამ დაავადებას აქვს თავისი ეტაპები, ყველაფერი მიჰყვება პროგრამას, ახლა იმდენად მძიმე მდგომარეობაა, რომ ყოველ წუთში შეიძლება მოხდეს დიდი უბედურება. ეს ადამიანი არის პუტინის პირადი პატიმარი, ყველა, ვინც ხელს უწყობს მის ციხეში ყოფნას, არის რუსეთის მოკავშირე და იმ ჯოჯოხეთის მხარდამჭერი, რაც ხდება უკრაინაში”, - აღნიშნა გიული ალასანიამ.
ცნობისთვის, პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გადარჩენისთვის აქცია რუსთაველის გამზირზე დღესვე უნდა გამართონ და ნარატივი, რომ აქცია მიშასთვის არ უნდა გაიმართოს, მისმა მტრებმა "შემოაგდეს“.
ასევე იხილეთ: