მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მისი მომხრეები ეძებენ

მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მისი მომხრეები ეძებენ

მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მისი მომხრეები ეძებენ. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას მანანა არჩვაძის თანაგუნდელებმა განაცხადეს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის მეუღლე მილანში, სპორტული კინოსა და ტელევიზიების ფესტივალზე გუშინ გაემგზავრა.

მათივე ინფორმაციით, მგზავრობისას არჩვაზე-გამსახურდიამ ჩემოდანი დაკარგა, რის გამოც ფესტივალს დაგვიანებით შეურთდა. დას, ლელე არჩვაძეს იგი 28 ოქტომბერს, 22:00 საათზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ჩემოდანი იპოვა და ქუჩაში იმყოფებოდა. ამის შემდეგ სატელეფონო კავშირი მანანა არჩვაძესთან ვეღარ ხერხდება.

როგორც მანანა არჩვაძის წარმომადგენლები აცხადებენ, სასტუმრო, სადაც მანანა არჩვაძე უნდა დაბინავებულიყო, საცხოვრებლად უვარგისი აღმოჩნდა; თან იქ სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებიც ცხოვრობდნენ, რაც არჩვაძისთვის მიუღებელი იყო.

მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მომხრეებმა არ იციან, თუ სად გაათია მან მილანში ღამე.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"