ავტორი:

"იაპონია-რუსეთის ურთიერთობების რღვევაზე მთლიანად რუსული მხარეა პასუხისმგებელი" - იაპონიის პრემიერი

"იაპონია-რუსეთის ურთიერთობების რღვევაზე მთლიანად რუსული მხარეა პასუხისმგებელი" - იაპონიის პრემიერი

იაპონიის პრემიერ მინისტრი ფუმიო კიშიდა აცხადებს, რომ რუსეთის მიერ იაპონიის ოფიციალური პირების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები "სრულიად მიუღებელია".

"რუსეთის შეჭრა უკრაინაში არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა. უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობა არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევა და ომის დანაშაული“, - განაცხადა კიშიდამ.

მისი თქმით, იაპონია-რუსეთის ურთიერთობების რღვევაზე მთლიანად რუსული მხარეა პასუხისმგებელი.

"რუსულმა მხარემ სამხედრო საშუალებებს მიმართა და ეს ვითარება გამოიწვია. იაპონია-რუსეთის ურთიერთობების რღვევაზე მთლიანად რუსული მხარეა პასუხისმგებელი".

შეგახსენებთ, რუსეთმა იაპონიის 63 მოქალაქეს, მათ შორის ფუმიო კიშიდას, ქვეყანაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აუკრძალა.

იხილეთ ასევე:

  1. "კუნძულები ოდითგანვე იაპონიისაა" - რას ამბობენ იაპონიაში კურილის კუნძულებზე რუსული ოკუპაციის შესახებ: საერთაშორისო დაძაბულობა რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზ