ავტორი:

"სოსო თავს იცავდა, ჩემი მცირეწლოვანი შვილი შეესწრო ამ ყველაფერს" - რაში ადანაშაულებენ გიორგი მარგველაშვილის სიძეს და რას ამბობს ექსპრეზიდენტის ქალიშვილი?

"სოსო თავს იცავდა, ჩემი მცირეწლოვანი შვილი შეესწრო ამ ყველაფერს" - რაში ადანაშაულებენ გიორგი მარგველაშვილის სიძეს და რას ამბობს ექსპრეზიდენტის ქალიშვილი?

ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძე, სოსო ყიფშიძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, ამის შესახებ ამ ცოტა ხნის წინ მამაკაცმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ანა მარგველაშვილის მეუღლეს მამა-შვილის ცემაში ედება ბრალი. შემთხვევა ორი თვის წინ მოხდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი მარჯანიშვილის ქუჩაზე მოხდა და ყიფშიძეს კონფლიქტი იქვე მცხოვრებ მამა-შვილთან პარკირების გამო მოუვიდა. სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა. მოგვიანებით ყიფშიძე დააკავეს, გავრცელებული ინფორმაციით, მას ცივი იარაღის გამოყენებაში ედებოდა ბრალი. ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა ექსპრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილიც.

დღეს საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე ბრალდებულის ადვოკატებმა მტკიცებულებები წარადგინეს, რომლითაც, მათი მტკიცებით, დასტურდება, რომ დაზარალებულად ცნობილი პირები თავს თავად დაესხნენ ანა მარგველაშვილის ქმარს, მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით. ბრალდებულის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე განმარტავს, რომ ანა მარგველაშვილს უთანხმოება მოუვიდა პარკინგთან დაკავშირებით მეზობლებთან, რომელიც დაზარალებულად არიან ცნობილი. ადვოკატის მტკიცებით, აღნიშნული პირები ანა მარგველაშვილის და სოსო ყიფშიძის ბინაში ხელკეტებით შეიჭრნენ.

მე-4 პრეზიდენტის ქალიშვილი, ანა მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი ქმარი უდანაშაულოა და ამას სასამართლო დაამტკიცებს. მარგველაშვილს მოსამართლის ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინი აქვს.

"ჩემი ქმარი არის დაზარალებული ამ საქმეში და მოსამართლის კეთილსინდისიერების იმედი მაქვს, რომ არაფერზე დაყრდნობით არ მიიღებს გადაწყვეტილებას სიმართლის გარდა. ჩვენს სართულზე მოხდა თავდასხმა, სოსო თავს იცავდა, ჩემი მცირეწლოვანი შვილი შეესწრო ამ ყველაფერს. თავი ჰქონდა გატეხილი, ხელი ჰქონდა მოტეხილი, დანა ჰქონდა დარტყმული და ამ ყველაფრის მიუხედავად დააკავეს სოსო და პატიმრობაში არის 2 თვე, ეს არის უსამართლო. ეს საქმე არის მხოლოდ ცალმხრივად გამოძიებული", - განაცხადა ანა მარგველაშვილმა. წყარო

სოსო ყიფშიძე ანა მარგველაშვილის მეორე მეუღლეა. წყვილი საერთო შვილს - კირა ყიფშიძეს ზრდის. მარგველაშვილს პირველი ქორწინებიდან 7 წლის ანასტასია ჩიჩუა ჰყავს.

გიორგი მარგველაშვილის სიძეების დაკავების სერია ჯერ კიდევ მისი საპრეზიდენტო ვადის დროს დაიწყო. პრეზიდენტის გერის, მაშო ჩიჩუას იმჟამინდელი მეუღლე მინდია გოგოჭური არაერთხელ დააკავეს. ბოლო ინფორმაციით, ის ამჟამადაც პატიმრობაშია.

P.S. როგორც ცნობილი გახდა, სასამართლომ სოსო ყიფშიძის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. იხილეთ ვრცლად