ავტორი:

გიორგი მარგველაშვილის სიძე, სოსო ყიფშიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

გიორგი მარგველაშვილის სიძე, სოსო ყიფშიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
  • ფოტო: "ტვ პირველი"

ტელეკომპანია "ტვ პირველის" ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილის სიძე, სოსო ყიფშიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. პროცესი რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადვოკატებმა სოსო ყიფშიძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუმდგომლობით მიმართეს მოსამართლეს, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

ყიფშიძის ადვოკატების თქმით, დაზარალებულად ცნობილი პირები თავს თავად დაესხნენ ანა მარგველაშვილის ქმარს 11 თვის ბავშვის თანდასწრებით. მათივე თქმით, მიუხედავად ამისა, თავდამსხმელები დაზარალებულად ცნეს და ექსპრეზიდენტის სიძე ციხეში გაუშვეს.

საქმე შეეხება რამდენიმე თვის წინ მარჯანიშვილის გამზირზე მომხდარ შემთხვევას. ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე განმარტავს, რომ ანა მარგველაშვილს უთანხმოება მოუვიდა პარკინგთან დაკავშირებით მეზობლებთან, რომელიც დაზარალებულად არიან ცნობილი. ადვოკატის მტკიცებით, აღნიშნული პირები ანა მარგველაშვილის და სოსო ყიფშიძის ბინაში ხელკეტებით შეიჭრნენ.

იხილეთ ასევე: