კანადის პოლიციამ ავტომაგისტრალზე მძოლი დააკავა, რომელიც საჭესთან წიგნს კითხულობდა. ინფორმაციას Agence France-Presse-ი ავრცელებს.
შეტყობინება კითხვის მოყვარული მძღოლის შესახებ პოლიციაში ონტარიოს პროვინციიდან ღამის 3 საათზე შევიდა. ადამიანმა, რომელმაც პოლიციას მიმართა, განაცხადა, რომ გზაზე მოძრავი ავტომობილის Pontiac G5-ის მძღოლს მანქანაში შუქი ჰქონდა ანთებული და თავჩაქინდრული წიგნს კითხულობდა.
პოლიციამ ტრასაზე მართლაც შეამჩნია ავტომობილი, რომელიც "ზოლში არ მოძრაობდა და მძღოლი არა წინ, არამედ სადღაც დაბლა იყურებოდა".
24 წლის მძღოლს პოლიციამ ავტომობილის დაუდევრად ტარების ბრალდება წაუყენა.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.