25 ნოემბერი ამ ხელისუფლების დემონტაჟის დასაწყისია, - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" მთავარი საბჭოს წევრმა გიორგი კობახიძემ გუშინ ჭადრაკის სასახლეში, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა საინიციატივო ჯგუფის მიერ გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კობახიძემ საზოგადოებას "სახალხო წარმომადგენლობითი კრების" მიზნები და გეგმები კიდევ ერთხელ გააცნო.
"სახალხო წარმომადგენლობითი კრება" უკვე დიდი ძალაა. ამის დასტურია თბილისში გამართული შეხვედრა, აჭარაში, მცხეთა-მთიანეთსა და იმერეთში გამართული რეგიონალური კონფერენციები. ყველა ამ შეხვედრაზე ღიად დაფიქსირდა, რომ ქვეყანას და ხალხს ლოდინის რესურსი აღარ აქვს. მოგიწოდებთ, შემოუერთდეთ "სახალხო წარმომადგენლობით კრებას", რათა ერთად მოვახდინოთ ჩვენი მიზნების რეალიზება. 25 ნოემბერი ამ ხელისუფლების დემონტაჟის დასაწყისია", - განაცხადა კობახიძემ.
გიორგი კობახიძის ეს განცხადება "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" პრესსამსახურმა დღეს გაავრცელა.