მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ლუკა მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ლუკა მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ლუკა მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში საღმრთო ლიტურგია გაიმართება.

წმიდა მოციქული და მახარებელი ლუკა სირიის ანტიოქიაში დაიბადა. იგი განათლებულ ბერძენთა წრეს ეკუთვნოდა და პროფესიით ექიმი იყო. ქრისტეს შესახებ რომ შეიტყო, ლუკა მოციქული პალესტინაში ჩავიდა და უფლის მოწაფე გახდა. ღვთის სიტყვა მან სხვადასხვა მხარეში იქადაგა. მოწამეობრივი ღვაწლით კი ქალაქ თებეში აღესრულა.

გადმოცემის მიხედვით, წმიდა ლუკა მოციქულმა დაწერა ღვთისმშობლის პირველი ხატები. აწყურის ღვთისმშობლის ხატსაც ლუკა მახარებლის სახელს უკავშირებენ. წმიდა მოციქულს ეკუთვნის ასევე თავთა მოციქულთა - პეტრეს და პავლეს ხატებიც.

ოთხთავთაგან ერთ-ერთი სახარება ლუკა მოციქულს რომში 62-63 წლებში პავლე მოციქულის ხელმძღვანელობით დაუწერია. მასვე ეკუთვნის "საქმე მოციქულთა"-ც, რომელიც ოთხთავის გაგრძელებაა და მაცხოვრის ამაღლების შემდეგ წმიდა მოციქულთა შრომასა და ღვაწლზე მოგვითხრობს.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"