ავტორი:

"რა იქნება შემდეგი? ახლა შეგიძლიათ ზელენსკის გადასცეთ ოსკარი " - თინა კანდელაკი "ევროვიზიაზე" უკრაინის გამარჯვებას ეხმაურება

"რა იქნება შემდეგი? ახლა შეგიძლიათ ზელენსკის გადასცეთ ოსკარი " - თინა კანდელაკი "ევროვიზიაზე" უკრაინის გამარჯვებას ეხმაურება

უკრაინა "ევროვიზია 2022“-ის გამარჯვებული გახდა. "კალუშის“ ბენდი 631 ქულით პირველ ადგილზე გავიდა.

უკრაინელების წარმატება სარკასტული გამოხმაურების გარეშე არ დატოვა წარმოშობით ქართველმა, პუტინის რეჟიმის მეხოტბე თინა კანდელაკმა.

"ევროვიზიამ დაამტკიცა, რომ ყალბი კულტურა შეიძლება იყოს უსაზღვრო.

ყალბი ევროვიზია - რა იქნება შემდეგი? შეგიძლიათ უკრაინას წინასწარ მიანიჭოთ ყველა პრიზი: ზელენკის ოსკარიდან დაწყებული, ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულებით დამთავრებული.

შეგიძლია მთელი ერი გააგიჟო იმით, რომ მიაჩვიო იმას, თითქოს ყველა ვალშია მათ წინაშე. დაველოდოთ ამერიკელების და ევროპელების უკრაინელების წინაშე დაჩოქებას." - დაწერა კანდელაკმა "ტელეგრამის" საკუთარ არხზე.

ასევე იხილეთ: