ავტორი:

900-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი "აზოვსტალის“ ქარხანიდან ოკუპანტებმა წინასწარი დაკავების ცენტრში გაგზავნეს - რას აცხადებს რუსეთის საგრეო უწყება?

900-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი "აზოვსტალის“ ქარხანიდან ოკუპანტებმა წინასწარი დაკავების ცენტრში გაგზავნეს  - რას აცხადებს რუსეთის საგრეო უწყება?

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 900-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებიც მათ ევაკუაციის ფარგლებში "აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანიდან გამოიყვანეს, წინასწარი დაკავების ცენტრში არიან გადაგზავნილები.

როგორც საგარეო უწყების პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, ორი დღის განმავლობაში მათ 959 უკრაინელი ჯარისკაცი "ჩაბარდა“, რომელთაგან 51-ს მძიმე დაზიანება აქვს. მისივე ცნობით, დაშავებულები მკურნალობას ნოვოაზოვსკის ჰოსპიტალში გადიან, სხვები კი ოლენივკაში წინასწარი დაკავების ცენტრებში იმყოფებიან. ამასთან, აღსანიშნავია, რომ უკრაინულ მხარეს არ გაუვრცელებია განახლებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რამდენმა სამხედრომ დატოვა "აზოვსტალის“ ქარხანა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ჯარისკაცების გათავისუფლების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები "ძალიან რთულია".

"მოლაპარაკებები ძალიან რთულია, რადგან ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია. ხედავთ, "აზოვსტალი", მარიუპოლი და "აზოვის" პოლკი - მარიუპოლის ყველა დამცველი ძალიან სიმბოლურია და ეს ასეა რუსეთისთვისაც, ოღონდ ნეგატიური თვალსაზრისით", - დასძინა პოდოლიაკმა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა "აზოვსტალის" ევაკუაციის შესახებ მოლაპარაკებებში "გავლენიანი შუამავლები" ახსენა, თუმცა მათი ვინაობა არ დაასახელა.

იხილეთ ასევე: