ავტორი:

რუსული "სამართალი"  - კონცერტზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, იური შევჩუკის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს

რუსული "სამართალი"  - კონცერტზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, იური შევჩუკის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს

18 მაისს, უფაში გამართული კონცერტის შემდეგ, ჯგუფ ДДТ,-ის სოლისტის, იური შევჩუკის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში პროდიუსერმა, რადმირ უსაევმა დაწერა.

უსაევის ცნობით, კონცერტის შემდეგ, კულისებში შეაღწიეს უსაფრთხოების ძალებმა. როგორც პროდიუსერი წერს, იური შევჩუკი სპეცდანიშნულების რაზმის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა წაიყვანეს და დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში ელაპარაკებოდნენ.

საუბარი კი შეეხებოდა კონცერტზე შევჩუკის მიერ სამშობლოს შესახებ გაკეთებულ განცხადებას.

"პოლიციას თავდაპირველად შევჩუკის დაკავება სურდა, თუმცა შემდეგ, მხოლოდ ოქმზე მოაწერინეს ხელი და წავიდნენ“, - წერს უსაევი. მუსიკოსს ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია (წყარო).

ცნობისთვის, "ტელეგრამსა“ და "ტვიტერში“ გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რუსი როკ-მუსიკოსი, იური შევჩუკი კონცერტის დროს მსმენელს სამშობლოზე ესაუბრება.

  • "სამშობლო, მეგობრებო, პრეზიდენტის უკანალი არ არის, რომელიც მუდამ უნდა ახსენოთ და აკოცოთ, სამშობლო, სადგურზე მყოფი მოხუცია, რომელიც დახმარებას ითხოვს, რომელიც კარტოფილს ყიდის, ეს არის სამშობლო“, - ამბობს შევჩუკი.

როკ-მუსიკოსის სიტყვებს კონცერტზე შეკრიბილმა უამრავმა ადამიანმა ოვაციებით უპასუხა. ნახეთ ვიდეო