ავტორი:

"საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა შემცირებულია...  სამხედროების ევაკუაცია გრძელდება" - რა ინფორმაციას ავრცელებს გენშტაბი "აზოვსტალზე"?

"საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა შემცირებულია...  სამხედროების ევაკუაცია გრძელდება" - რა ინფორმაციას ავრცელებს გენშტაბი "აზოვსტალზე"?

მარიუპოლიდან უკრაინელი სამხედროების ევაკუაციის ღონისძიება გრძელდება. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული სამმართველოს ხელმძღვანელმა ალექსეი გრომოვმა განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"მარიუპოლის მიმართულებით საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა შემცირებულია. ამ დროისთვის გრძელდება ღონისძიებები ჩვენი გმირების ევაკუაციისთვის“, - განაცხადა გრომოვმა ბრიფინგზე.

კითხვაზე, წარმოადგენს თუ არა უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია „აზოვსტალის“ ქარხნიდან რუსეთის ჯარის კონტროლირებად ტერიტორიაზე რისკს მათი სიცოცხლისთვის, გრომოვმა აღნიშნა, რომ მტერი მზაკვარია, მაგრამ იმედოვნებენ, რომ „მიცემული სიტყვა შესრულდება“.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ჯარისკაცების გათავისუფლების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები "ძალიან რთულია".

"მოლაპარაკებები ძალიან რთულია, რადგან ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია. ხედავთ, "აზოვსტალი", მარიუპოლი და "აზოვის" პოლკი - მარიუპოლის ყველა დამცველი ძალიან სიმბოლურია და ეს ასეა რუსეთისთვისაც, ოღონდ ნეგატიური თვალსაზრისით", - დასძინა პოდოლიაკმა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა "აზოვსტალის" ევაკუაციის შესახებ მოლაპარაკებებში "გავლენიანი შუამავლები" ახსენა, თუმცა მათი ვინაობა არ დაასახელა.

ასევე ნახეთ: