ავტორი:

"გვარამიას მოსამართლე საელჩომ ამოაგდო პროგრამიდან, რომლითაც აშშ-ში მიემგზავრებოდა" - "ფორმულა"

"გვარამიას მოსამართლე საელჩომ ამოაგდო პროგრამიდან, რომლითაც აშშ-ში მიემგზავრებოდა" - "ფორმულა"

ფორმულას ინფორმაციით, მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ს საელჩომ ამოაგდო პროგრამიდან, რომლის ფარგლებშიც ის ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე დღეში მიემგზავრებოდა.

ტელეკომპანიის ცნობით, მათ წყარო უყვება, რომ აღნიშნულის მიზეზი ნიკა გვარამიას საქმეზე ჩხიკვაძის გადაწყვეტილებაა. არსებული ინფორმაციით, საელჩოს პროგრამა მოსამართლის პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას გულისხმობდა.

ცნობისათვის, "მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო, სხდომათა დარბაზში ორი დღის წინ დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.

ასევე ნახეთ: