ავტორი:

ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობანზე - შეჯახების შემდეგ ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობანზე - შეჯახების შემდეგ ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა

გორი-ქარელის საავტომობილო მონაკვეთზე მომხდარი ავარიის შედეგად ორ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილების შეჯახების დროს ასევე დაშავდა ერთ-ერთი ქვეითი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

მომხდარი შემთხვევის გამო ავტობანის აღნიშნულ მონაკვეთზე, მოძრაობა დროებით შეფერხებულია.