კორპორაცია "ეფლმა" ვისკონსინის შტატის საოლქო სასამართლოში 2 სარჩელი კომპანია "მოტოროლა" და "მოტოროლა მობილითის" წინააღმდეგ შეიტანა. ინტერნეტ-ტექნოლოგიების უმსხვილესი კომპანია კონკურენტ კომპანიას დაპატენტებული ტექნოლოგიების უკანონოდ გამოყენებაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ Patently Apple წერს.
სარჩელებში "ეფლი" მოითხოვს, რომ სასამართლომ მოტოროლა საპატენტო უფლებების განზრახ დარღვევებში დამნაშავედ ცნოს და "ეფლს" ის ზარალი დაუბრუნოს, რომელიც ტექნოლოგიების უკანონოდ გამოყენებამ გამოიწვია. ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
ოქტომბრის დასაწყისში სარჩელი "ეფლის" წინააღმდეგ "მოტოროლამაც" შეიტანა. სარჩელში "მოტოროლა" კუთვნილი 18 პატენტის დარღვევაში " ეფლს" ადანაშაულებდა. მოტოროლას ტექნოლოგიების გამოყენება აიპადის, აიფონის და მაკბუქების პლანშეტებზე არაკანონიერად ხდებოდა.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.