ავტორი:

რუსების ტყვეობაში მყოფმა "აზოვის" პოლკის მეთაურმა, დენის პროკოპენკომ მეუღლეს დაურეკა - რას ჰყვება ეკატერინე პროკოპენკო ქმრისა და სხვა მეომრების მდგომარეობაზე

რუსების ტყვეობაში მყოფმა "აზოვის" პოლკის მეთაურმა, დენის პროკოპენკომ მეუღლეს დაურეკა - რას ჰყვება ეკატერინე პროკოპენკო ქმრისა და სხვა მეომრების მდგომარეობაზე

აზოვსტალის ფოლადის ქარხნის სამთვიანი ალყის შემდეგ, რუსული ძალების მიერ დატყვევებული უკრაინელი მებრძოლები, "აზოვის" პოლკის მეთაურის მეუღლის თქმით, "დამაკმაყოფილებელ პირობებში“ არიან.

"აზოვის" ბატალიონის მეთაურმა, დენის პროკოპენკომ შეძლო, დაერეკა მეუღლისთვის, ეკატერინესთვის და მას უთხრა, რომ არ ყოფილა პატიმრებზე ძალადობა. უცნობია, სატელეფონო ზარის დროს, შეეძლო თუ არა პროკოპენკოს თავისუფლად საუბარი.

ეკატერინე პროკოპენკო

  • "მან თქვა, რომ კარგად იყო და მკითხა, როგორ ვიყავი. მე გავიგე სხვა წყაროებიდან, რომ პირობები მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია“, - უთხრა "გარდიანს" პროკოპენკოს მეუღლემ.

მისივე თქმით, მეუღლესთან დიალოგი დაახლოებით, 30 წამს გაგრძელდა.

"აძლევენ საკვებს და წყალს, მათზე ძალადობა ამ მოკლე პერიოდში არ ყოფილა. რა მოხდება შემდეგში, არ ვიცით, მაგრამ ამ დროისთვის არის მესამე მხარე - გაერო და წითელი ჯვარი, რომელებიც აკონტროლებენ სიტუაციას“, - ამბობს ეკატერინე პროკოპენკო.

აზოვსტალელი მეომრების დასახმარებლად ეკატერინე პროკოპენკომ დამოუკიდებელი ორგანიზაცია შექმნა.

კადრი დენის პროკოპენკოს ბოლო ვიდეოდან, რომელიც მან "აზოვსტალის" დატოვებამდე გაავრცელა

"ორგანიზაციის მიზანია პატიმრებთან ყოველკვირეული ზარების ორგანიზება, მათ შესახებ რუსული ყალბი ინფორმაციის გაშიფვრა, მუდმივი კონტროლი, რომ ჰქონდეთ საწოლი, საკვები, წყალი, წამალი. ორგანიზაციის მიზანია ასევე მეომრების სწრაფად გათავისუფლების კამპანია", - ამბობს ქალი.

ცნობისთვის, "აზოვის" პოლკის ჯარისკაცები, უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეით ბრიგადასთან, სხვა მებრძოლებთან და ასევე მშვიდობიან მოქალაქეებთან ერთად, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მარიუპოლში, "აზოვსტალის" ფოლადის ქარხანაში იყვნენ გამაგრებულები. მათ წარმოუდგენელი თავდადებისა და სიმამაცის მაგალითი აჩვენეს მსოფლიოს. საბოლოოდ კი, "მათი სიცოცხლის გადასარჩენად" ევაკუაცია განხორციელდა და ახლა ჯარისკაცები რუსების ხელში არიან.

იხილეთ ასევე: