ცხინვალის ოპოზიციური პარტია დიმიტრი მედვედევს სამართლიანობის აღდგენას სთხოვს

ცხინვალის ოპოზიციური პარტია დიმიტრი მედვედევს სამართლიანობის აღდგენას სთხოვს

ცხინვალური ოპოზიციური "სახალხო პარტია" რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს სამართლიანობის აღდგენას სთხოვს. როგორც სააგენტო "რეგნუმი" იუწყება, შესაბამისი შინაარსის წერილი როლანდ ქელეხსაევის პარტიამ მედვედევს უკვე გაუგზავნა.

წერილის ავტორები ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას "სამართლებრივ განუკითხაობაში" ადანაშაულებენ და სიტუაციაზე ზეწოლას რუსეთის პრეზიდენტს სთხოვენ. "სახალხო პარტიის" პრეტენზიები ისევ 2009 წლის ე.წ. არჩევნების წინაპერიოდს უკავშირდება. ეს მედვედევის მიმართ ქელეხსაევის პარტიის უკვე მეორე წერილია.

როლანდ ქელეხსაევი კოკოითის რეჟიმის ერთ-ერთი გამოკვეთილი ოპოზიციონერია. მისმა "სახალხო პარტიამ" 2009 წლის 31 მაისის ე.წ. საპარლამენტო არჩევნების წინ დე-ფაქტო რესპუბლიკაში გამეფებული უსამართლობის, დიქტატურისა და ტირანიის გამო დახმარებისთვის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, დიმიტრი მედვედევს მიმართა. აღნიშნული დაპირისპირების შემდეგ ანალოგიური სახელით პარტია კოკოითის რეჟიმის მხარდამჭერებმა შექმნეს და ძველი "სახალხო პარტია" კანონგარეშედ გამოაცხადეს.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?