ავტორი:

ერდოღანი ფინეთის და შვედეთის ნატოში გაწევრებას ისევ ეწინააღმდეგება - სატელეფონო საუბარი თურქეთის და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის

ერდოღანი ფინეთის და შვედეთის ნატოში გაწევრებას ისევ ეწინააღმდეგება - სატელეფონო საუბარი თურქეთის და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ელისეის სასახლის ინფორმაციით, მაკრონმა ერდოღანთან საუბრისას "ამ ორი ქვეყნის სუვერენული არჩევანის პატივისცემის მნიშვნელობას" ხაზი გაუსვა, რომელიც მისი თქმით, "დემოკრატიული პროცესის" შედეგი იყო.

მათივე ინფორმაციით, ერდოღანმა ფინეთისა და შვედეთის სამხედრო ალიანსში გაწევრიანების მიმართ წინააღმდეგობა გამოხატა.

თურქული მხარის ინფორმაციით, თერქეთის პრეზიდენტმა მაკრონს განუცხადა, რომ "შვედეთისა და ფინეთის კონტაქტები პირებთან და ე.წ. ორგანიზაციებთან, რომლებიც ტერორისტული ორგანიზაციის კონტროლის ქვეშ არიან, ნატოს ალიანსის სულისკვეთებასთან თავსებადი არ იქნება".

ამასთან, ლიდერებმა სასურსათო უსაფრთხოების კრიზისის შესახებ საკითხები განიხილეს და ყურადღება "უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის გადაუდებელ აუცილებლობაზე" გაამახვილეს.

"მათ განიხილეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ერთად გამოვლენილი, უკრაინიდან მოსავლის ტრანსპორტირების სხვადასხვა შესაძლო გზა და შეთახმდნენ, კონტაქტზე დარჩნენ, რათა სწრაფად იპოვონ გამოსავალი", - ნათქვამია ელისეის სასახლის განცხადებაში.

იხილეთ ასევე: