ავტორი:

"აზოვსტალის" მფლობელი აპირებს უჩივლოს რუსეთს, ქარხნის განადგურებით მიღებული 20 მილიარდ დოლარამდე ზარალისთვის - რას ამბობს უკრაინის უმდიდრესი ადამიანი

"აზოვსტალის" მფლობელი აპირებს უჩივლოს რუსეთს, ქარხნის განადგურებით მიღებული 20 მილიარდ დოლარამდე ზარალისთვის - რას ამბობს უკრაინის უმდიდრესი ადამიანი

უკრაინის უმდიდრესი ადამიანი, რინატ ახმეტოვი აპირებს, უჩივლოს რუსეთს 17-დან 20 მილიარდ დოლარამდე ზარალის გამო, რომელიც მას მარიუპოლში "აზოვსტალის" ფოლადის ქარხნის განადგურების შედეგად მიადგა.

  • ახმეტოვი მარიუპოლის ფოლადის ქარხნის მფლობელია. ფოლადის ქარხანა კი იყო ადგილი, რომელიც რუსული არმიის შეტევის მთავარი ობიექტი გახდა და რამდენიმე კვირის განმავლობაში ინტენსიურად იბომბებოდა.

"ჩვენ აუცილებლად ვუჩივლებთ რუსეთს და მოვითხოვთ ზარალისა და დაკარგული ბიზნესისთვის სათანადო ანაზღაურებას“, - განუცხადა ახმეტოვმა უკრაინულ საინფორმაციო პორტალ mrpl.city-ის.

ახმეტოვის ქონება, Bloomberg-ის მიხედვით, ახლა 6,93 მილიარდ დოლარს შეადგენს. ბიზნესმენის ქონება, ომის შემდეგ, 40%-ით შემცირდა.

"აზოვსტალის" ქარხნის ბუნკერი

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ახმეტოვის კომპანია Metinvest-ში, ფოლადის მწარმოებელ ქვეყნის უმსხვილეს კომპანიაში, განაცხადეს, რომ მწარმოებელი ვერ შეასრულებდა სახელშეკრულებო ვალდებულებებს.

  • აპრილში "მეტინვესტის" წარმომადგენელმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ კომპანია აპირებს ომის დასრულების შემდეგ წარმოება განაახლოს, მაგრამ "არასდროს იმუშავებენ რუსული ოკუპაციის ქვეშ“.

ცნობისთვის, მარიუპოლში, "აზოვსტალის" ფოლადის ქარხანაში "აზოვის" პოლკის ჯარისკაცები, უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეით ბრიგადასთან, სხვა მებრძოლებთან და ასევე მშვიდობიან მოქალაქეებთან ერთად იყვნენ გამაგრებულები. მათ წარმოუდგენელი თავდადებისა და სიმამაცის მაგალითი აჩვენეს მსოფლიოს. საბოლოოდ კი, "მათი სიცოცხლის გადასარჩენად" ევაკუაცია განხორციელდა და ახლა ჯარისკაცები რუსების ხელში არიან. ფოლადის ქარხანა კი ინტენსიური დაბომბვების შედეგად, განადგურებულია.

წყარო

ნახეთ ასევე: