ავტორი:

"ევროვიზიის" გამარჯვებულმა უკრაინულმა ჯგუფმა კონკურსში მიღებული ჯილდო აუქციონზე 900 000 დოლარად გაყიდა - თანხა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მოხმარდება

"ევროვიზიის" გამარჯვებულმა უკრაინულმა ჯგუფმა კონკურსში მიღებული ჯილდო აუქციონზე 900 000 დოლარად გაყიდა - თანხა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მოხმარდება

უკრაინულმა ჯგუფმა "Kalush Orchestra“-მ 2022 წლის "ევროვიზიაზე“ მოპოვებული ჯილდო აუქციონზე გაყიდა. თანხა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებს მოხმარდება. ინფორმაცია ჯგუფის "ინსტაგრამის" ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

ჯგუფის წევრებმა აუქციონის დაწყება 25 მაისს დაანონსეს, სადაც გასაყიდად ევროვიზიის 2022 წლის მთავარი ჯილდო გამოიტანეს. ბროლის მიკროფონისთვის ბრძოლა საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესო აღმოჩნდა, მსურველების რაოდენობის გამო, აუქციონის ფინალი 28 მაისიდან 29 მაისამდე გადაიდო.

ჯგუფის ლიდერის პრიტულას თქმით, პირველი ფსონი - 28 000$ თვითონ წევრებმა შეიტანეს. ისინი ფიქრობდნენ, რომ შესაძლოა ჯილდო მშობლიურ ქალაქში დარჩენილიყო, მაგრამ 29 მაისს პირდაპირ ეთერში, აუქციონის ლოტი 45 ათასიდან 900 ათას დოლარამდე გაიზარდა.

უკვე ლეგენდარული ჯილდოს მყიდველი უკრაინული კრიპტოვალუტის ბირჟა WhiteBIT აღმოჩნდა.

უკრაინული ჯგუფი მიღებული თანხით აპირებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მრავალფუნქციური უპილოტო საფრენი აპარატი შეიძინოს, რომელიც განკუთვნილია საჰაერო დაზვერვისა და საბრძოლო გამოყენებისთვის.

იხილეთ ასევე: