ავტორი:

ილია ელოშვილის ცხედარი საკუთარ სახლში გადაასვენეს - ადგილზე მისი თანამშრომლები, მეგობრები და ნათესავები არიან შეკრებილები

ილია ელოშვილის ცხედარი საკუთარ სახლში გადაასვენეს - ადგილზე მისი თანამშრომლები, მეგობრები და ნათესავები არიან შეკრებილები

თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს.

ელოშვილის საცხოვრებელ სახლთან თბილისის მერის მოადგილეები, თანამშრომლები, მეგობრები და ნათესავები არიან შეკრებილები.

ცნობისთვის, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ელოშვილი 47 წლის იყო, მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა. ელოშვილი თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა, იქამდე ენერგეტიკის მინისტრი, მანამდე კი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო.

ასევე ნახეთ: