მოსკოვი იმედოვნებს, რომ თბილისი-თეირანის თანამშრომლობა მესამე მხარის წინააღმდეგ არ იქნება მიმართული . ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა
სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ განაცხადა.
ნესტერენკოს თქმით, საქართველო და ირანი "რთული რეგიონის" შემადგენელი ნაწილებია. იგი იმედს გამოთქვამს, რომ ამ ორი სახელმწიფოს დაახლოება მესამე ქვეყნების წინააღმდეგ არ იქნება მიმართული. თუმცა გულისხმობდა თუ არა "მესამე ქვეყანაში" რუსეთს, ნესტერენკოს არ დაუზუსტებია.
საქართველომ და ირანმა უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გუშინ გააფორმეს.