ავტორი:

მეგობრის ნაჩუქარი იარაღი, ბინა და 2001 წლიანი ავტომობილი - რა ქონებას ფლობს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი პარლამენტარი, რომელიც შვილიშვილზე ოცნებობს?

მეგობრის ნაჩუქარი იარაღი, ბინა და 2001 წლიანი ავტომობილი - რა ქონებას ფლობს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი პარლამენტარი, რომელიც შვილიშვილზე ოცნებობს?

დეპუტატ ალეკო ელისაშვილის დეკლარაციას თუ გადავხედავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი პოლიტიკოსია. თბილისში დაბადებული და გაზრდილი, ყოფილი ჟურნალისტი, რომელიც პოლიტიკაში სერიოზული ბრძოლის შემდეგ მოვიდა. ის ყველა ხელისუფლების ოპოზიციაში იყო.

ალეკო ელისაშვილს ჰყავს მეუღლე ირინა კილოსანიძე და ორი ვაჟი, ერეკლე და ალექსანდრე.

დეპუტატი 69.69 კვ.მ. ბინაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. სახლი 2011 წელს 43 ათას დოლარად შეიძინა და მისი თანამესაკუთრეები არიან ირინა კილასონიძე და მანანა მელიქიშვილი.

ალეკო ელისაშვილს ჰყავს მსუბუქი ავტომანქანა 2001 წლიანი Nissan X Terra, რომელიც 2015 წელს 5000 დოლარად შეიძინა. დეკლარაციის შევსების დროს დეპუტატს თიბისი ბანკის მიმდინარე ანგარიშზე ჰქონდა 1200 ლარი, მეუღლეს ირინე კილოსონიძეს თიბისი ბანკის სახელფასო ანგარიშზე - 800 ლარი.

ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის წევრობისა და პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეების" თავმჯდომარის პოსტზე წლის განმავლობაში სახელფასო სარგოს სახით 48 671,93 ლარი მიიღო.

ირინე კილოსანიძემ კინოთეატრების გაერთიანებაში დისტრიბუციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე - 18 ლარი. ალეკო ელისაშვილის საკუთრებაშია 2600 ლარად ღირებული ცეცხლსასროლი იარაღი CZ 97 B, რომელიც მეგობარმა აჩუქა. დეპუტატმა წლის განმავლობაში ბანკში იპოთეკური სესხის დასაფარად 21 310 ლარი გადაიხადა.

პოლიტიკოსი მეუღლეს ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარულით მოიხსენიებს. წყვილმა ერთმანეთი წლების წინ "მეცხრე არხზე“ გაიცნო. ალეკო ჟურნალისტი იყო, ირინე - პროდიუსერი. ამბობს, რომ მომავალმა მეუღლემ თვალებით მოხიბლა. მას შემდეგ კი, რაც ტელევიზია დაიხურა, ორ თვეში ჯვარი დაიწერეს.

"ირინე რომ არ იყოს ჩემთან ერთად, ბევრ რამეს ვერაფრით გავუძლებდი. ვიღაცეებს უთქვამთ, ელისაშვილს ამის ზურგი აქვს, იმის ზურგი აქვსო - ადრე, როცა სააკაშვილის გუნდს ვუპირისპირდებოდი, უთქვამთ, მერაბიშვილის ზურგი აქვსო, ახლა თქვეს, ბიძინას ზურგი აქვსო, სინამდვილეში, ირინეა ჩემი ზურგი და საიდუმლო იარაღიც. სახლში მაქვს სრული სამოთხე...“ - ამბობს ambebi.ge-სთან ინტერვიუში პოლიტიკოსი.

უფროს ვაჟს ერეკლეს, სახელი ერეკლე მეფის პატივსაცემად დაარქვა. როდესაც მეორე შვილი სანდრო დაიბადა, მისთვის ქაქუცა ჩოლოყაშვილის პატივსაცემად ქაიხოსროს დარქმევა უნდოდა, მაგრამ მეუღლესთან "ბრძოლაში“ დამარცხდა.

ამბობს, რომ შვილიშვილზე ოცნებობს, რადგან ძალიან აინტერესებს, როგორი განცდაა ბაბუობა...

იხილეთ ასევე: