ავტორი:

როდის აღუდგება თბილისის ნაწილს წყალმომარაგება?

როდის აღუდგება თბილისის ნაწილს წყალმომარაგება?

თბილისის ნაწილს წყალი ჯერ კიდევ არ მიეწოდება. როგორც ირკევვა, თბილისის რიგი ქუჩისთვის წყლის მიწოდების დრომ 18:00 - საათამდე გადაიწია. განახლებულ ინფორმაციას თბილისის წყალგამანაწილებელი კომპანია GWP ავრცელებს. შეგახსენებთ, წყალმომარაგების პრობლემა მას შემდეგ შეიქმნა, რაც 7 ივნისს ძლიერი წვიმის შედეგად საგურამოში თბილისის სასმელი წყლის ერთ-ერთი სათავე ნაგებობა დაიტბორა.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბაბუხადიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა.

"უპრეცედენტო სტიქიით გამოწვეული მოვლენების გათვალისწინებით, მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, შეგვეზღუდა წყალმომარაგება, რათა რისკის ქვეშ არ დამდგარიყო სასმელი წყლის ხარისხი. წყლის ამღვრევის პრევენციის მიზნით, გუშინდელი დღიდან კომპანიის მიერ ჩატარდა ყველა აუცილებელი სამუშაო. მთელი ღამის განმავლობაში ტექნიკური სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა საგურამოს სათავე ნაგებობაზე. გაირეცხა წყალმომარაგების სისტემა და ქსელი, წყლის ხარისხი შემოწმდა ლაბორატორიულად. ამ ეტაპზე მოსახლეობის უმეტეს ნაწილს წყალი უკვე მიეწოდება. კომპანია აგრძელებს აუცილებელ სამუშაოებს სტაბილური წყალმომარაგების აღდგენის მიზნით", - ვკითხულობთ განცხადებაში.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს "უპრეცედენტო სტიქიით გამოწვეული წყალმომარაგების შეზღუდვის გამო შექმნილი დისკომფორტისთვის".

თავადპირველად წყალმომარაგების აღდგენის დროდ დასახელად 8 ივნისის 12:00 საათი, თუმცა ამ ვადამ 18:00 საათამდე გადაიწია თბილისის რიგი ქუჩებისთვის. იხილეთ ინფორმაცია სრულად

იხილეთ ასევე: