ავტორი:

ხვიჩა კვარაცხელია: "წინ! ოთხიდან ოთხი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ" - 12 ივნისის მატჩზე ბილეთები უკვე გაიყიდა

ხვიჩა კვარაცხელია: "წინ! ოთხიდან ოთხი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ" - 12 ივნისის მატჩზე ბილეთები უკვე გაიყიდა

უეფას ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია სტუმრად 0:3 დაამარცხა, რითაც წაუგებელი სერია გააგრძელა.

ჩრდ. მაკედონია - საქართველო

  • 0:3გოლები: 0:1 ზივზივაძე (52), 0:2 კვარაცხელია (62) 0:3 კიტეიშვილი (84)

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ჩურლინოვი, დ. ველკოვსკი, მუსლიუ, ალიოსკი (ტოდოროსკი 79), ელმასი, სპიროვსკი (მიოვსკი 71), ბარდი, აშკოვსკი, მ. რისტოვსკი (ბაბუნსკი 71), ტრაიკოვსკი (ნიკოლოვი 60)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა, კაკაბაძე (ყაზაიშვილი 83), აბურჯანია (კიტეიშვილი 61), კვეკვესკირი, წიტაიშვილი, დავითაშვილი (მამუჩაშვილი 71), კვარაცხელია (ლობჟანიძე 83), ზივზივაძე (მიქაუტაძე 71)

მატჩის შემდეგ გულშემატკივარს ნაკრების ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ მიმართა. "მოგესალმებით, გილოცავთ გამარჯვებას. 12-ში გელოდებით სტადიონზე, წინ! ოთხიდან ოთხი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ თქვენთან ერთად, მადლობა გულშემატკივრობისთვის", - ამბობს ხვიჩა გავრცელებულ ვიდეოში.

როგორც ირკვევა, 12 ივნისს საქართველოს ნაკრები ბულგარეთს სავსე ტრიბუნებით დაუხვდება. გავრცელებული ინფორმაციით, მატჩის ბილეთები უკვე გაყდულია. შეგახსენებთ, "დინამო არენის“ ტრიბუნებზე 55 ათასამდე მაყურებელი ეტევა.

მატჩი კვირას, 20:00 საათზე დაიწყება.

იხილთ ასევე: