რობოტმა პანკრეასის გადანერგვის ოპერაცია ჩაატარა

რობოტმა პანკრეასის გადანერგვის ოპერაცია ჩაატარა

იტალიაში რობოტმა პანკრეასის გადანერგვის პირველი ოპერაცია ჩაატარა, - იტყობინება AFP.

ოპერაციას პიზანის უნივერსიტეტის საავადმყოფოში რობოტი Da Vinci SHDI უძღვებოდა. 43 წლის ქალბატონს, რომელიც 24 წლის ასაკიდან I ტიპის შაქრიანი დიაბეტით იყო ავად, კუჭქვეშა ჯირკვალი გადაუნერგეს.

როგორც ქირურგიული ჯგუფის ხელმძღვანელმა უგო ბოგიმ განაცხადა, პანკრიასის გადანერგვის ოპერაცია, მისი მდებარეობის გამო, ძალიან რთულია. დიდია სისხლდენის რისკიც, დიაბეტით დაავადებული პაციენტის საერთო სისუსტე კი ოპერაციის გადატანის შანსს ამცირებს.

სამსაათიანმა ოპერაციამ და სარეაბილიტაციო პერიოდმა გართულების გარეშე ჩაიარა. Da Vinci SHDI-ის რობოტის დახმარებით მრავალი რთული ოპერაცია ჩატარებულა, მათ შორის თირკმლისა და საშვილოსნოს ამოკვეთა.

Video

რობოტმა ოპერაცია ჩაატარა

მომზადებულია AFP-ს მიხედვით.

რა საფრთხეებს შეიცავს შილაკის ხშირი კეთება და რას გირჩევთ დერმატოლოგი - "ამ პრობლემით პაციენტები ხშირად მოგვმართავენ"

ზვიგენის ქონზე დამზადებული პრეპარატები იმუნიტეტს აძლიერებს და სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს

ვინ უფრო ჯანმრთელია - დაბალი, თუ მაღალი მამაკაცი