"რენოს" კონცეპტუალური სიახლე

"რენოს" კონცეპტუალური სიახლე

სან-პაულუს მოტორშოუზე კომპანია "რენომ" მოდელის, - Sandero Stepway, - კონცეპტუალური მოდიფიკაცია წარადგინა, რომლის პირველი ოფიციალური ფოტოებიც ორიოდე დღის წინ გავრცელდა. ბრაზილიური განყოფილების მიერ შემუშავებული დიზაინის მქონე სიახლეს ორფეროვანი ძარა, განსხვავებული წინა და უკანა ბამპერი, რადიატორის შეცვლილი ცხაური და ლურჯი, შუქდიოდებიანი შუქფარები აქვს. აგრეთვე ძარას სახურავზე, გვერდებსა და კაპოტზე მანქანას ყვავილები ახატია.

წინასწარი მონაცემებით, კონცეპტ-ავტო "სანდეოს" ან ახალი მოდიფიკაციის ინდივიდუალიზაციის პროგრამის წინამორბედია. პროტოტიპი 1,6-ლიტრიანი, 112 ცხძ-ის სიმძლავრის ძრავათია აღჭურვილი, რომელსაც ბიოსაწვავზე მუშაობა შეუძლია.

Renault Sandero Stepway Hecbek "სანდეროს" არასაგზაო ვერსიაა. პირველად მანქანა 2008 წელს წარმოადგინეს, ხოლო 2009 წელს რუმინული ბრენდის, - Dacia (უკვე 12 წელია, რაც იგი ფრანგულ მწარმოებელს ეკუთვნის), - ქვეშ ამ მოდელის პრემიერა ფრანკფურტის მოტორშოუზე შედგა. მიმდინარე წლის შემოდგომიდან Renault Sandero Stepway-ს აწყობას მოსკოვში მდებარე "ავტოფრამოსში" დაიწყებენ.

ალექსი რეხვიაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)