კომპანია Lexus-მა რამდენიმე დღის წინ კუპე კაბრიოლეტ SC 430-ის მემკვიდრის წარმოების შესახებ განცხადება გააკეთა. ახალი მოდელის სახელი იქნება LC 600h და კომპანიის საფლაგმანო სედანის LS-ის ახალი თაობის დამოკლებულ პლატფორმაზე აიწყობა.
ახალი კუპე-კაბრიოლეტის კაპოტის ქვეშ ჰიბრიდული 5,0 ლიტრიანი და რვაცილინდრიანი აგრეგატი დამონტაჟდება, რომლის სიმძლავრეც 500 ცხენის ძალა იქნება. ეს მაჩვენებელი ავტომობილს საშუალებას მისცემს 100 კმ/სთ სიჩქარე 5 წამზე ნაკლებ დროში განავითაროს.
ბაზარზე გამოჩენით Lexus LC 600h ლუქს კლასის კუპე-კაბრიოლეტების სეგმენტს უმიზნებს, სადაც "მეჯლისის" მესაჭედ Mercedes SL-CLASS გვევლინება. შეძლებენ თუ არა იაპონელები მერსედესის ღირსეული კონკურენტის შექმნას, ამას მხოლოდ 2015 წელს გავიგებთ. სწორედ ამ დროისთვის იგეგმება სიახლის სერიული წარმოების დაწყება.
კოკა კვირკველია
რადიო "პალიტრა" FM 103,9