ავტორი:

"ამდენი ურთიერთშეურაცხმყოფელი განცხადების მოსმენა არ არის სასიამოვნო" - პრემიერი პარლამენტის სხდომაზე "ემოციური გამოსვლებისთვის" ბოდიშს იხდის

"ამდენი ურთიერთშეურაცხმყოფელი განცხადების მოსმენა არ არის სასიამოვნო" - პრემიერი პარლამენტის სხდომაზე "ემოციური გამოსვლებისთვის" ბოდიშს იხდის

საკანონმდებლო ორგანოში, პლენარულ სხდომაზე გამართული პოლიტიკური დებატებისას, საკმაოდ მწვავე და შეიძლება ითქვას, შეურაცხმყოფელი გამოსვლების შემდეგ, პრემიერმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. როგორც მან აღნიშნა, ბოდიშს იხიდის საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების მაგივრადაც.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე მკაცრად დაგმო პარლამენტის დღევანდელი სხდომა. ამასთანავე, პრეზიდენტმა მწვავედ გააკრიტიკა ირაკლი ღარიბაშვილი და აღნიშნა, რომ მთავრობის მეთაურმა "ბრიუსელში ნეგატიური გზავნილები გააგზავნა".

"ჩვენ ეს დავიმსახურეთ და ქართველმა ხალხმა დაიმსახურა, რომ ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირი წევრი ქვეყანა" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური წლიურ ანგარიშს წარადგენს.

გარდა ამისა, ღარიბაშვილმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა იმ სიტყვიერი შელაპარაკების გამო, რომელიც მასსა და ოპოზიციონერებს შორის დღევანდელი გამოსვლის დროს მოხდა.

„ეს არის ისტორიული ჩანაწერი - არ მოვერიდები ამ სიტყვის თქმას. ამას ითხოვს ხალხი 30 წელია. ეს მართლაც არის დიდი მონაპოვარი, შემთხვევით ჩვენ არავინ არაფერს გვაჩუქებს.

კიდევ ერთხელ მინდოდა მეთქვა - ასეთი ემოციური გამოსვლებისთვის საზოგადოებას მინდა ბოდიში მოვუხადო, მათ შორის თქვენ მაგივრად, ძვირფასო ოპონენტებო. ამდენი ურთიერთშეურაცხმყოფელი განცხადების მოსმენა არ არის სასიამოვნო, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან რთულია ასეთ უმსგავსო ქმედებებს და შეურაცხყოფებს არ გამოეხმაურო“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ასევე იხილეთ: