ავტორი:

ბრედ პიტი 1 წლის განმავლობაში საფრანგეთის მამულში განძს ეძებდა -  "შეპყრობილი ვიყავი... მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი, თავს გასულელებულად ვგრძნობ"

ბრედ პიტი 1 წლის განმავლობაში საფრანგეთის მამულში განძს ეძებდა -  "შეპყრობილი ვიყავი... მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი, თავს გასულელებულად ვგრძნობ"

ჰოლივუდის ვარსკვლავი, ბრედ პიტი ამბობს, რომ ერთი წლის განმავლობაში საფრანგეთის ვილასა და ვილის ეზოში განძს ეძებდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, რეალურად არანაირი განძი არ არსებობდა.

როდესაც ოსკაროსანი მსახიობი "მირავალის" ვილას ყიდულობდა, დაარწმუნეს, რომ იქ შუა საუკუნეებში დამარხული განძი ინახებოდა, თუმცა ბრედის თქმით, ის მოატყუეს და გააცურეს, რადგანაც უფრო მეტი ფული გადაეხადა.

როგორც ბრედი GQ-სთან ინტერვიუში ჰყვება, ის დაარწმუნეს, რომ ვილის თავდაპირველმა მფლობელმა, შუა საუკუნეებში, ჯვაროსნული ლაშქრობების დროს ლევანტედან წამოღებული მილიონობით დოლარის ღირებულების ოქრო სწორედ აქ დამარხა.

"შეპყრობილი ვიყავი. 1 წლის განმავლობაში მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი. შეიძლება ეს იმის გამო დამემართა, რომ მისურიში, ოზარკის მთებში დავიბადე. აქ ყოველთვის ყვებოდნენ ისტორიებს დამარხული განძის შესახებ",- ამბობს მსახიობი.

განძის პოვნის იდეით შეპყრობილი პიტი იქამდე მივიდა, რომ სარადარო აღჭურვილობაც კი შეუძენია.

პიტმა თქვა, რომ ამ ყველაფრის შემდეგ, ის თავს "გასულელებულად" გრძნობდა. "მხოლოდ განძის ძებნა იყო სახალისო",- თავს იმხნევებს მსახიობი.

მას შემდეგ, რაც ჯოლიმ შატო "მირავალის" კუთვნილი წილი რუს ოლიგარქზე გაყიდა, ყოფილ ცოლ-ქმარს შორის უთანხმოება კიდევ უფრო გამწვავდა. ბრედ პიტი ირწმუნება, რომ ანჯელინა ჯოლიმ სპეციალურად გაყიდა მათი საერთო ვენახების კუთვნილი წილი, რათა ექსმეუღლე დაეზარალებინა.

წყარო: huffpost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა