ავტორი:

"მადლობა იყო ერთი სიტყვა, ორი კითხვა დავსვი და იმ ორ კითხვაში იყო მათ შორის კრიტიკული კომპონენტი" - მარიამ ლაშხი პარლამენტში მის გუშინდელ გამოსვლაზე განმარტებას აკეთებს

"მადლობა იყო ერთი სიტყვა, ორი კითხვა დავსვი და იმ ორ კითხვაში იყო მათ შორის კრიტიკული კომპონენტი" - მარიამ ლაშხი პარლამენტში მის გუშინდელ გამოსვლაზე განმარტებას აკეთებს

"ქართული ოცნების" წევრის, მარიამ ლაშხის გუშინდელ გამოსლას პარლამენტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ვიდეო, რომელშიც უმრავლეობის წევრი პოლიტიოსი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის "თმენისთვის" და ქვეყნის "ეროვნული ინტერესის მტკიცედ დაცვისთვის" მადლობას უხდიდა, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.

"ტვ პირველის" ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ რატომ მოითხოვა მარიამ ლაშხმა მისთვის განკუთვნილი დროის თავიდან ათვლა, რაზეც პოლიტიკოსმა უპასუხა, რომ ხმაური იყო და მისი სიტყვისთვის განკუთვნილი დრო ხმაურში იკარგებოდა.

"ვერ დავიწყე სიტყვა ისეთი ხმაური იყო. მადლობა იყო ერთი სიტყვა, ორი კითხვა დავსვი და იმ ორ კითხვაში იყო, მათ შორის კრიტიკული კომპონენტი. თქვენ უბრალოდ ინტერესედებით რაღაც გამოსაკიდებელი ინფორმაციებით" - თქვა მარიამ ლაშხმა.

ასევე ნახეთ: