კომპანია Abarth -მა უარყო ადრე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკუთარი მოდელის, კომპაქტური სპორტული როდსტერის წარმოებისას ექსტრემალური სპორტავტოს, - KTMX-Box, - პლატფორმას გამოიყენებს. ამ ავტომობილისთვის ახალ პლატფორმას შეიმუშავებენ.
აღვნიშნავთ, რომ ადრე იტალიურმა ბრენდმა, Lotus Elise -ს შასის მოძველებული კონსტრუქცია უწოდა და მის გამოყენებაზე უარი განაცხადა. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ავსტრიული კომპანია Abarth -ის როდსტერისთვის კარბონის მონოკოკის ბაზაზე დაკომპლექტებულ შასის დაამზადებდნენ, ასევე ძრავას დააყენებდნენ და სალონსაც დაამონტაჟებდნენ. თუ რატომ არ ისურვა KTM -სთან თანამშრომლობა Abarth-მა, ამჟამად უცნობია.
წინასწარი მონაცემებით, უკანა აძვრის როდსტერი "ფიატის" Multi Air-ის ოჯახის 1,4-ლიტრიანი, 170 ცხძ-ის სიმძლავრის ძრავათი აღიჭურვება. მოტორი სიჩქარის გადაცემათა წინასელექტიური კოლოფით იმუშავებს. სავარაუდოდ, ევროპულ ბაზარზე სიახლე 2013 წლისთვის გამოჩნდება, ხოლო მისი ფასი დაახლოებით 30 ათასი ევრო იქნება.
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)